- Advertisement -

უჩა ნანუაშვილი: თეა წულუკიანის განცხადებები პირველ რიგში ხელისუფლებას და სახელმწიფოს აზიანებს

332

"თეა წულუკიანის განცხადებები პირველ რიგში ხელისუფლებასა და სახელმწიფოს აზიანებს",- ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშილი თეა წულუკიანის დღევანდელ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ უჩა ნანუაშვილი ყველა უსამართლო სახალხო დამცველია საქართველოს ისტორიაში.

"თეა წულუკიანის განცხადებები პირველ რიგში ხელისუფლებასა და სახელმწიფოს აზიანებს. ამ განცხადებებით სწორედ სახელმწიფოს ადგება ზიანი, თორემ სახალხო დამცველის რეპუტაციას ასეთი განცხადებებით ვერაფერს დააკლებს და, რა თქმა უნდა, ჩვენს საქმიანობაზე ეს არ აისახება. მე ვფიქრობ, ეს არის პასუხი იმაზე, რომ ძალიან ბევრ სფეროში დაგროვდა სისტემური პრობლემები, რასთან დაკავშირებითაც გარკვეული უწყებები არიან იძულებული უპასუხონ, მათ შორის არის ქალბატონი თეა, რომელიც კურირებს სასამართლო სისტემას და პროკურატურას",- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უჩა ნანუაშვილს ყველაზე უსამართლო ომბუდსმენი მას შემდეგ უწოდა, რაც სახალხდო დამცველის აპარატმა, გუშინ, ე.წ. ციანიდის საქმის ანგარიში გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძეა, რომელსაც სასამართლომ 9 წელი მიუსაჯა.

Comments
Loading...