- Advertisement -

უჩა ნანუაშვილი: ხშირად პირი მოწმის სტატუსით ჰყავთ დაკავებული

511

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ხშირად პირი მოწმის სტატუსით ჰყავთ დაკავებული. უჩა ნანუაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განაცხადა, რომ ასეთი ფაქტები მის ანგარიშშია ასახული. 

"ანგარიშში საუბარია ე.წ. გასაუბრების პრაქტიკაზე, როდესაც ხდება მანქანაში ან სხვაგან შენობაში გასაუბრება, ანუ დაკავებამდე ფაქტიურად პირი ხშირად მოწმის სტატუსით არის ფაქტიურად დაკავებული და თავისუფლება აქვს შეზღუდული, ასეთი სამწუხარო ფაქტებიც არის დაფიქსირებული ჩვენს ანგარიშში",-განაცხადა ომბუდსმენმა. 

ომბუდსმენის თქმით, გაზრდილია პოლიციის მხრიდან დაკავებისას ძალაუუფლების გადამეტების სავარაუდო ფაქტებიც. უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ ასეთ ფაქტებზე მომართვიანობა შემცირებულია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან. 

Comments
Loading...