- Advertisement -

უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევა სავალდებულო ხდება

595

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსანტრანსპორტო საშუალების დაზღვევა სავალდებულო ხდება,-ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი, უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობა იქნება სავალდებულო წესით დაზღვეული და ეს მოთხოვნა იქნება გავრცელებული და აღსრულებული, ვინაიდან ჩვენ ხშირად გვაქვს ასეთი ინციდენტებიც, რომელსაც ხშირად, ზოგ შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლის, ზოგ შემთხვავაში ჯანმრთელობის თუ ქონების დაკარგვა თან სდევს. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ისიც უნდა დავაანონსო, რომ ჩვენ ვმშაობთ,რ ომ მთლიანად მესამე პირის მიმართულებით, მესამე მხარის ვალდებულების დაზღვევა გავრცელდეს არა მხოლოდ უცხოეთში რეგისტრირებულ, არამედ ყველა ავტოსატრანსპორტო საშაულებაზე, ვინაიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მწვანე ბარათის სისტემაში საქართველოს გაწევრიანებისთვის და იმისათვის, რომ საქართველოში მოგზაურმა უცხოელებმაც იგრძნონ თავი იმ ქვეყანაში, სადაც ვრცელდება ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მოქმედი წესები და მესამე პირთა მიმართ ვალდებულება უნდა იყოს, რაც შეიძლება ფართოდ დაზღვეული ჩვენს ქვეყანაში“ – განაცხადა პრემიერმა.

Comments
Loading...