- Advertisement -

ფეიქრების ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

628

ფეიქრების ქუჩაზე გზის 2.3-კილომეტრიანი მონაკვეთის კაპიტალური რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მიმდინარე საგზაო სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან ერთად გაეცნო.

„ფეიქრების ქუჩაზე გზა ძალიან იყო დაზიანებული, რის გამოც მისი კაპიტალური შეკეთების გადაწყვეტილება მივიღეთ. ქუჩაზე იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და, ასევე, ეწყობა ტროტუარები. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყლის სისტემა გამოცვალა, ჩვენ ვაკეთებთ სანიაღვრე ქსელს, რომლის შემდეგაც დაიგება გზის საფარი. მოწესრიგებული ტროტუარი მოქალაქეებს ფეხით თავისუფალი გადაადგილების საშუალებას მისცემს,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ფეიქრების ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარე წლის 6 მარტს დაიწყო. ამ ეტაპზე ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი დასრულებულია. რეაბილიტაციის ფარგლებში გზის 1.4-კილომეტრიან მონაკვეთში მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი. ტროტუარები ბაზალტის ბორდიურებით მოეწყობა.

გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია შპს „ცეკური“ ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 3 815 000 ლარი. სამუშაოები ივლისში დასრულდება.

Comments
Loading...