- Advertisement -

ფინანსთა სამინისტრომ სტუდენტთა დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

638

ფინანსთა სამინისტროს და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (შემოსავლების სამსახური; საფინანსო-ანალიტიკური სამსახური) ადამიანური რესურსების მართვის სამსახურების წარმომადგენლებმა დასაქმების ფორუმში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა.

თსუ-ის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების, დასაქმებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობები შეიტყვეს. ფინანსთა სამინისტრო თსუ-ს დასაქმების ფორუმში უკვე მეორედ მონაწილეობს.

დასაქმების ფორუმი სტუდენტებისა და დამსაქმებლების დაახლოების ეფექტური გზაა და საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, პირადად შეხვდნენ და გაესაუბრონ მათთვის სასურველი კომპანიებისა და ორგანიზაციების ადამიანური რესურსების განყოფილებების წარმომადგენლებს, წარუდგინონ საკუთარი თავი, მიიღონ ინფორმაცია პოტენციური დამსაქმებლის მიმდინარე თუ სამომავლო საკადრო საჭიროებებზე.

Comments
Loading...