- Advertisement -

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ტერაბანკთან მემორანდუმი გაფორმდა

643

2017 წლის 20 აპრილს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და ტერაბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის თანახმად, www.eauction.ge-ს და ტერაბანკის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, ტერაბანკის ვიზა ბარათებით განახორციელონ ელექტრონული გადახდები და სხვადასხვა ტიპის ფინანსური ოპერაციები ხელსაყრელი საკომისიო ტარიფით.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან ძნელაძემ და ტერაბანკის კომერციულმა დირექტორმა, ზურაბ აზარაშვილმა.

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განაგრძობს ბანკებთან თანამშრომლობას, რათა მომხმარებელს, ელექტრონული ანგარიშწორების დანერგვისა და განვითარების გზით, მუდმივად შესთავაზოს თანამედროვე და სწრაფი ანგარიშსწორების საშუალებები.

Comments
Loading...