- Advertisement -

ფიტარეთის უნიკალურ ძეგლთან ოქროს მომპოვებელი კომპანია დაზვერვით სამუშაოებს აწარმოებს

684

 

"მეცამეტე საუკუნის უნიკალური არქეოლოგიური ძეგლი – ფიტარეთი შესაძლოა განადგურდეს", – ამის შესახებ "აიპრესს" საყდრისის დაცვის კომიტეტში გაუცხადეს. 

როგორც კომიტეტში აცხადებენ, ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG გოლდი, ფიტარეთის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოების დაწყებისთვის ემზადება. ამის შესახებ კი ადგილობრივი მოსახლეობისგან შეიტყვეს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსაც აცნობეს. 

„საყდრისის დაცვის კომიტეტში შემოვიდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ფიტარეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ოქროს მომპოვებელი ერთ-ერთი კომპანია აწარმოებდა გაურკვევლ სამუშაოებს. ფაქტის გადასამოწმებლად 27 სექტემბერს კომიტეტის წევრები გავემგზავრეთ ფიტარეთის მიმართულებით.

სოფ ტანძიის მხრიდან ფიტარეთის გზაზე, მდინარე ხრამთან მართლაც იდგა კომპანია CMG-ის კუთვნილი ორი მანქანა, ფიტარეთის მიმდებარედ რამდენიმე ადგილას მიწის სიღრმეში გაკეთებული იყო ხვრელები, რაც ფოტოზე დავაფიქსირეთ. ე.წ ფიტარეთის ქედთან მიმავალ გზას კარგად ეტყობოდა ტრაქტორის მუხლუხოების კვალი. ამ გზაზე რამდენიმე ადგილას და ასევე ტყის სიღრმეში ხეების ტოტებზე გაკეთებული იყო ზოლიანი ნიშნულები. აქვე შევნიშნეთ ნამოსახლარებიც.

სოფლის მოსახლეობა საუბარში აცხადებს, რომ ფიტარეთის მიმდებარედ იწყება ოქროს მოპოვებითი სამუშაოები, ეს კი იძლევა ჩვენი შეშფოთებისათვის საფუძველს. რადგან საფრთხე შეექმნება როგორც ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსს და რეგიონის ჯერ კიდევ შეუსწავლელ არქეოლოგიურ ობიექტებს ასეე უნიკალურ ეკო სისტემასაც. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, კერძოდ, რა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს აღნიშნულ ტერიტორიაზე და რამდენადაა დაცული ის არქეოლოგიური ობიექტები, რომლებიც ამ კომპანიის სალიცენზიო არეალში და მის მომიჯნავედ მდებარეობენ.

როგორც გაირკვა კომპანია CMG „არემჯი გოლდის“ ერთ-ერთი შვილობილი კომპანიაა, მიუხედავად იმისა რომ რეგიონში არაერთი, არქეოლოგიურად ჯერ კიდევ შეუსწავლელი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტია, კერძო კომპანიას ტერიტორიაზე მუშაობის უფლება მაინც მიეცა.

ომპანია CMG- აცხადებს რომ – კომპანიამ კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით არქეოლოგიური ვიზუალური დაზვერვები და რიგ შემთხვევებში გეოლოგიურ საკვლევ-საძიებო სამუშაოებზე არქეოლოგიური მეთვალყურეობა განახორციელა", – აცხადებენ საყდრისის დაცვის კომიტეტში.

მათივე ინფორმაციით RMG გოლდს არ გააჩნია სამსახური, რომლის კომპეტენციაც არქეოლოგიური მეთვალყურეობის განხორციელებაა. 

"აიპრესი" საყდრისის დაცვის კომიტეტის მოწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელს, დავით ტყეშელაშილს დაუკავშირდა.

"გვქონდა ინფორმაცია, რომ რაღაც სამუშაოებს ჰქონდა ადგილი. ეს ინფორმაცია გადამოწმდა. აღმოჩნდა, რომ უბრალოდ დაზვერვითი სამუშაოები ქონდათ ნაწარმოები. ბოლო ორი კვირის განმავლობაში უამინდობის გამო ვერ მოვახერხეთ ჩასვლა, მაგრამ იმისთვის, რომ თვითნებურ სამუშაოებს არ ქონდეს ადგილი, ჩვენ პერმანენტულად ვახორციელებთ მონიტორინგს. 

"RMG გოლდის" შვილობილ კომპანიას აქვს უფლება თვითნებურად, ნებართვის გარეშე ჩაატაროს სამუშაოები?

ადგილზე გადავამოწმეთ და იქ იყო მხოლოდ დაზვერვითი სამუშაოები. ამ ეტაპზე ფიტარეთის ძეგლს საფრთზე არ ემუქრება. ჩვენ ვაგრძელებთ მონიტორინგს იმისთის, რომ ნებიმიერმა კერძო კომპანიამ უკანონო სამუშაოები არ ჩაატაროს. აქ მხოლოდ RMG გოლდზე და მის შვილობილ კოპმანიაზე არ არის საუბარი.

"RMG გოლდის" შვილობილ კომპანიას დაზვერვითი სამუშაოების ჩატარების ნებართვა აქვს?

დაზვერვითი სამუშაოები ნებართვას არ საჭიროებს.

"აიპრესმა" ოქროს მომპოვებელ კომპანია "RMG გოლდთან" სცადა დაკავშირებდა, თუმცა ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. როგორც კი კომპანიის პოზიცია გვექნება, მას გამოვაქვეყნებთ. 

ავტორი: ირმა მესხია

Comments
Loading...