- Advertisement -

ფიქრია ჩიხრაძე: შევხვდებით “ოცნებას”, თუ მათი მხრიდან ამის სურვილი იქნება

367

პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველის ფიქრია ჩიხრაძის თქმით, პრეზიდენტი მზადაა, მმართველი გუნდის წევრებს შეხვდეს. ამის შესახებ ფიქრია ჩიხრაძემ პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც კონსტიტუციურ პროექტს ოპოზიციასთან განიხილავდნენ.

"შესაძლოა საკითხების ნუსხა განსხვავებული იყოს, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც ორივე მხარის მოთხოვნებში ფიგურირებს. აქედან გამომდინარე, დღეს იყო შეხვედრა ოპოზიციასთან, სამწუხაროა, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არ იყვნენ, მაგრამ როგორც ოპოზიცია, ისე პრეზიდენტი, განწყობილია იმისათვის, რომ დიალოგი გაგრძელდეს. ჩვენ ცხადია შევხვდებით "ქართულ ოცნებას", თუ მათი მხრიდან ამის სურვილი იქნება, მოვისმენთ მათ მოსაზრებებს როგორ წარმოუდგენიათ ეს პროცესი და ამავე დროს გავაგრძელებთ დიალოგს ოპოზიციურ ძალებთან",- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

პრეზიდენტმა უმრავლესობას და ოპოზიციას კონსულტაციები მას შემდეგ შესთავაზა, რაც პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დაამტკიცა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტთან ოპოზიციური პარტიების გარეშე შეხვედრა მოითხოვა, შესაბამისად, დღევანდელ აუდიენციას "ქართული ოცნებიდან" არავინ დასწრებია.

Comments
Loading...