- Advertisement -

ფოთის მერობის კანდიდატად “ქართული ოცნებიდან” გოჩა კურდღელია იქნება

546

ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნებიდან" ფოთის მერობის კანდიდატად გოჩა კურდღელია იყრის კენჭს.

გოჩა კურდღელია 1965 წლის 24 ივლისს ფოთში დაიბადა, ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟიშვილი. 1997-2011 წლებში შ.პ.ს. „დოკტრანსშიპმენტ ფოთის“ დირექტორი იყო. 2005-2011 წლებში შპს „პრომეტკო ჯორჯიასა“ და შპს „ჯეესკოს“ დირექტორის თანამდებობები ეკავა. იმავდროულად იყო შპს „პრომეტკო ჯორჯიას“, შპს „ჯეესკოს“, შპს „მეტალექსისა“ და შპს „მეტალექს-ტრანსის“ დამფუძნებელი. 2006-2010 წლებში ფოტის საკრებულოს წევრი იყო.2012 წლიდან დღემდე „კავკასუს მეტალს“ ტერმინალის დირექტორია, რომელიც ევროპელ პარტნიორებთან ერთად დააფუძნა.

წარმატებული ბიზნესიდან პოლიტიკაში გადასვლის გადაწყვეტილება,როგორც თავად აცხადებს, ფოთის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.

“ მქონდა საშუალება გავცნობოდი მმართველი გუნდის და ხელისუფლების გეგმებს ფოთთან მიმართებაში,მათ აქვთ სურვილი ფოთი საქართველოში ერთ-ერთ წამყვან ქალაქად აქციონ.ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილება მიმეღო.ადგილობრივ თვითმმართველობაში პროფესიონალი და ერუდირებული გუნდია წარმოდგენილი,ჩვენ შევეცდებით არსებული პრობლემები რაც შეიძლება მოკლე ვადაში გადავჭრათ,გაგრძელდება დაწყებული პროექტები,ასევე აუცილებლად ვიზრუნებთ ქალაქის იერ-სახეზე“ განაცხადა კურდღელიამ.

მმართველი გუნდი კანდიდატების ოფიციალურ წარდგენას ზუგდიდში 16 სექტემბერს გეგმავს,ფოთში კი 18 სექტემბერს გაიმართება.

Comments
Loading...