- Advertisement -

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი სლოგანის შესარჩევ კონკურსს მართავს

776

ფოლკლორის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი საინტერესო ღონისძიებებს გეგმავს. მათ შორის არის ფოლკლორის პოპულარიზაციისთვის მოფიქრებული სლოგანის შესარჩევი კონკურსი, რომელიც 27 მარტიდან 10 აპრილამდე ჩატარდება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

მონაწილეობის პირობები:
✔ მოიწონეთ ფოლკლორის ცენტრის ოფიციალური FB გვერდი;
✔ კომენტარებში ჰაშთაგით – # დაწერეთ სლოგანის თქვენებური ვარიანტი.
✔ სლოგანის ვერსიები უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე
✔ FB-ის ერთ მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ 3 სლოგანის გამოგზავნა.
გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს 300 ლარს და ორ მოსაწვევს ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე დასასწრებად, რომელიც გაიმართება 2 სექტემბერს, შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე.

Comments
Loading...