- Advertisement -

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გამოცხადებული კონკურსი დასრულდა

621

ფოლკლორის პოპულარიზაციის მიზნით სლოგანის შესარჩევი კონკურსი დასრულდა. კონკურსი ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

გამარჯვებული სლოგანია – ,,გააგრძელე ფოლკლორი", რომელიც სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა.

კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებული სლოგანის ავტორს, თინათინ ზექალაშვილს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ ჯილდო – 300 ლარი და ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის ორი მოსაწვევი გადასცა.

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის ფინალური კონცერტი 2 სექტემბერს, დაბა შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე გაიმართება.

ფოლკლორის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ბევრ საინტერესო ღონისძიებას გეგმავს.

Comments
Loading...