- Advertisement -

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეა საპატრიარქოს პანსიონის მოწაფეთა გამოფენას უმასპინძლებს

512

9 ივნისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გაიხსნება საპატრიარქოს ,,წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სკოლა-პანსიონის" მოწაფეთა ნამუშევრების გამოფენა – ფერწერა, ხატწერა, ტიხრული მინანქარი, ტანსაცმლის მოდელირება, ხის მხატვრული დამუშავება,-ამის შესახებ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი იუწყება.

სკოლა-პანსიონი დაფუძნდა 2009წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა კურთხევითა და ხელისუფლების მხარდაჭერით.

დღეისათვის სკოლა-პანსიონში სწავლობს 500-მდე მოსწავლე, თბილისიდან, მაღალმთიანი აჭარიდან, ჰერეთიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. სკოლა პანსიონი ერთადერთია საქართველოში, რომელშიც, სამშობლოსა და ერთმანეთის სიყვარულით გაერთიანებული მუსულმანი და ქრისტიანი ქართველები ერთად ცხოვრობენ, სწავლობენ, ეუფლებიან მუსიკასა და ქართულ ტრადიციულ ხელოვნებას, აგრძელებენ მამა-პაპათა ტრადიციებს.

გამოფენა გაიხსნება 18:00 საათზე

გამოფენა გაგრძელდება 15 ივნისამდე

Comments
Loading...