- Advertisement -

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი გამოფენას სახელწოდებით “ტრადიციები” მასპინძლობს

525

21 ივნისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა გამოფენა ,,ტრადიციები" – შუახევის ეთნოგრაფია (აჭარა). გამოიფინა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოძიებული 150-მდე ექსპონატი. ინფორმაციას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს. 

სამხრეთ-დასავლეთი საქართველო ოდითგანვე გამოირჩეოდა სამეურნეო საქმიანობით და ხალხური მხატვრული ხელოსნობით: ფეიქრობა, მეთუნეობა, ლითონის, ქვისა და ხის დამუშავება, იარაღი-ინვენტარი, აგრალური მეურნეობა, მეხილეობა, მიწათმოქმედება, მევენახეობა.

სპეციალურად ამ გამოფენისთვის შუახევიდან ჩამოვიდა ფოლკლორული ანსამბლი ,,შუახევი", რომელმაც შეასრულა აჭარული ხალხური სიმღერები და ცეკვები.

გამოფენა გაგრძელდება 27 ივნისამდე.

Comments
Loading...