- Advertisement -

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ქისტური ფოლკლორისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

493

28 ივნისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ქისტური ფოლკლორისადმი მიძღვნილი ღონისძიება – ქისტური ზეპირსიტყვიერებისა და გამოყენიბითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა და ქისტური სიმღერისა და ცეკვის კონცერტი გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას ფოლკცენტრი ავრცელებს.

გამოიფინა ქისტური ზეპირსიტყვიერების (ქისტურ და ქართულ ენებზე) და ხალხური რეწვის უნიკალური ნიმუშები (ძერწვა, ქარგვა, რეწვა, ხეზე კვეთა, თექის დამუშავება).

კონცერტში მონაწილეობდნენ პანკისის ხეობის ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები.

ღონისძიება ჩატარდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტროს ხელშეწყობითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით.

Comments
Loading...