- Advertisement -

ფოლკლორის ცენტრის გალერეა გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენას უმასპინძლებს

633

17 მაისს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გაიხსნება გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა ,,ძველი და ახალი ხევსურეთი",-ამის შესახებ ინფორმაციას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს. გამოიფინება რვა ქალბატონის: ელისო არაბული, ლია ანიაშვილი, ლუდა გელოვანი, თინათინ ნაყეური, ლეილა აბურჯანია, ნანული აზიკური, ნელი ლომსაძე, იზოლდა გაბიტაშვილი – ხევსურულ ნიმუშთა ნაირსახეობა, ასევე ძველი უნიკალური სამოსის ნიმუშები და ხევსურული ყოფისა და წეს- ჩვეულებებისათვის დამახასიათებელი ნივთები. 

ხევსურეთი საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა, ტრადიციების, წეს-ჩვეულებებისა და გამოყენებითი ხელოვნების მრავალფეროვნების მხრივ. ხევსურულ ყოფაში ოდითგანვე დიდი ადგილი ეჭირა ცხვარსა და მატყლს.

მატყლისგან დამზადებულ მხატვრულ ქსოვილთა შორის კი ხევსურულ სამოსს თავის კოლორიტით, ფერთა თავშეკავებული გამითა და განსაკუთრებული ორნამეტული წყობით. გამოფენა გაიხსნება 19 საათზე გამოფენა გაგრძელდება 24 მაისამდე.

Comments
Loading...