- Advertisement -

ფოლკლორის ცენტრში ქეთევან ჯავახიძის ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა

596

4 აპრილს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში ქეთევან ჯავახიძის ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიო ფოლკლორის ცენტრი ავრცელებს.

"ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 80-მდე ნამუშევარი. ქეთევან ჯავახიძე მრავალი ჯგუფური გამოფენის მონაწილეა.

ქეთევანი თანამედროვე აზროვნების შემოქმედია და ავანგარდულ მხატვრობაში ის თავის სიტყვას ამბობს. მისი კომპოზიციები გამოირჩევა პროფესიონალიზმითა და სტილისტიკური თავისებურებებით.

მისი შემოქმედების პალიტრა ჟანრობრივად მრავალფეროვანია – პეიზაჟი, ნატურმორტი, კომპოზიცია. გამოფენა გაგრძელდება 14 აპრილამდე გამოფენაზე დასწრება თავისუფალია და შეუძლია ნებისმიერ მსურველს."- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

Comments
Loading...