- Advertisement -

ფოფხაძე ბერაიას: დავბრიდავ ამას!

10

“გამოვიდეს გარეთ, ფეხებზე მკიდია. დავბრიდავ მაგ ნაბიჭვარს”,-მიმართა გედევან ფოფხაძემ დაჩი ბერაიას.
დეპუტატებს შორის დაპირისპირება გედევან ფოფხაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელიც საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და ხელისუფლების დამოკიდებულებაზე საუბრობდა.
გედევან ფოფხაძის გამოსვლა ადგილიდან გააპროტესტა დაჩი ბერაიამ, რის საპასუხოდაც გედევან ფოფხაძემ მას სხდომათა დარბაზის გარეთ გასვლა შესთავაზა.
რეპლიკის შემდეგ გედევან ფოფხაძემ სხდომა დატოვა და დარბაზში შესვლას მეორე კარიდან ცდილობდა, რისი საშუალებაც მანდატურის სამსახურმა და რამდენიმე დეპუტატმა არ მისცეს.
გედევან ფოფხაძე ამ დროისთვის სხდომაზე იმყოფება. დაჩი ბერაიას და გედევან ფოფხაძეს შორის მცირედი დაპირისპირება კვლავ მოხდა.
The post ფოფხაძე ბერაიას: დავბრიდავ ამას! appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...