- Advertisement -

ფოფხაძე: თვითმმართველობას ვერანაირი რეფორმა ვერ უშველის, თუ ნაცნობობის მიხედვით აირჩევენ ხალხს

314

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ თვითმმართველობის რეფორმაზე მნიშვნელოვანი საზოგადოების ცნობიერების შეცვლაა და სამოქალაქო განათლებაა.

როგორც დეპუტატი აცხადებს, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ხვდებოდეს რა არის თვითმმართველობა და სწორი აქცენტები გააკეთოს.

"თვითმმართველობის რეფორმაზე მნიშვნელოვანი სამოქალაქო განათლებაზე მუშაობაა. თუ საზოგადოება სწორ აქცენტებს ვერ გააკეთებს და ადამიანებს თვითმმართველობაში აირჩევს არა პროფესიული ნიშნით, არამედ ნაცნობობა-ნათესაობის მიხედვით, ვერანაირი რეფორმა ვერ უშველის თვითმმართველობას. სამოქალაქო განათლების გარეშე და იმის გარეშე, რომ სკოლაში ბავშვებს ვასწავლით იმას თუ რა არის ჩვენი უფლებები და რა საჯარო ინტერესი აქვს პოლიტიკურ პროცესს. მე გამოვრიცხავს იმას, რომ სულ რომ წამოვიღოთ ევროპული მოდელები, ეს არის ევოლუციური პროცესი, რომელსაც სამოქალაქო ცნობიერების შეცვლის გარეშე შედეგს ვერ მიაღწევ. პირველ რიგში საჭიროა თვითონ საზოგადოებაც ხვდებოდეს რა არის თვითმმართველობა",- განაცხადა ფოფხაძემ რადიო "პალიტრას" ეთერში.

Comments
Loading...