- Advertisement -

ფოფხაძე მეუფე იაკობზე: ეს ის შემთხვევა არ არის, რაღაც აპოკალიპსურ სცენარზე ვისაუბროთ

12

“ჩვენს ეკლესიას გაცილებით მძიმე პერიოდები გამოუვლია, გამოიარა საბჭოთა ტერორის ეპოქა, არაერთგზის დაშინების და თავდასხმების პერიოდი, როდესაც მიზანმიმართულად ხდებოდა ეკლესიის ინსტიტუციონალური დისკრედიტაციის მცდელობები პოლიტიკური წრეების მხრიდან. ეს ის შემთხვევა არ არის, რომ რაღაც აპოკალიპსურ სცენარზე ვისაუბროთ. ეკლესია რა თქმა უნდა, გამოწვევებს გაუძლებს და ექნება ერთერთი მთავარი საყრდენი ქართული სახელმწიფოებრიობა, როგორც იყო ისტორიულად 17 საუკუნის მანძილზე.
თუ სამართლებრივად განცხადება იმსახურებს საგამოძიებო ორგანოების ყურადღებას, ელემენტარული მოკვლევა უნდა განხორციელდეს და მის საფუძველზე იყოს მიღებული გადაწყვეტილება, არის თუ არა გამოძიება საჭირო. ის, რომ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას სჭირდება ქართული საზოგადოების თანადგომა, მხარდაჭერა და მრევლი უნდა იყოს მობილიზებული, უნდა მოახდინოს დემონსტრაცია რომ ქართულ ეკლესიას ზიანს ვერავინ ვერ მიაყენებს, ვერ პოლიტიკოსები და ვერც ის ადამიანები, ვისთვისაც ძლიერი ეკლესია პრობლემას წარმოადგენს მათი პერსონალური ინტერესებიდან გამომდინარე”-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ: მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“. ამ საკითხზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ. აღნიშნული განცხადება მან 28 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ამასთან, მეუფე იაკობი 28 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან და საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგა. გუშინ, საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს. ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან გაათავისუფლეს, ხოლო წმინდა სინოდმა მეუფე იაკობს გაფრთხილება მისცა.
The post ფოფხაძე მეუფე იაკობზე: ეს ის შემთხვევა არ არის, რაღაც აპოკალიპსურ სცენარზე ვისაუბროთ appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...