- Advertisement -

ფოფხაძე მოსამართლეობის კანდიდატს: ის ადამიანი, ვინც თქვენ ხმას გაძლევთ, მიშა სააკაშვილია, იმაზე უარესია

1

აღნიშნულის მიზეზი გახდა გედევან ფოფხაძის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა, რომლის თანახმად, „ოცნების“ დეპუტატები, რომლებიც აღნიშნულ კანდიდატს ხმას მისცემენ, მიხეილ სააკაშვილზე უარესი არიან და დასძინა, რომ ანრი ოხანაშვილი სავარაუდოდ, მისთვის ხმის მიცემას აპირებს.
„თქვენ რომ ვინმემ ხმა მოგცეთ, ის იქნება არა უბრალოდ „ნაცი“, არამედ „ნაცი“ კვადრატში. ის „ოცნების“ დეპუტატი, რომელიც თქვენ ხმას გაძლევთ, არის „ნაცი“ კვადრატში. ის ადამიანი, ვინც თქვენ ხმას გაძლევთ, მიშა სააკაშვილია, იმაზე უარესია. ამ მოცემულობაში რატომ აგდებთ ამ დეპუტატებს? ანრი იცინის, ეტყობა აპირებს თქვენთვის ხმის მოცემას“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ანრი ოხანაშვილმა კოლეგას მიმართა, მიხეილ სააკაშვილთან გაიგივების გარეშე გაეგრძელებინა კანდიდატთან გასაუბრება.
„რას ჰქვია მე ვისზე ვაპირებ ხმის მიცემას და სააკაშვილთან გაიგივება. გააგრძელეთ ინტერვიუ და ჩემს შეფასებებთან და გაიგივებასთან დაკავშირებით თავი შეიკავეთ, კორექტულობის ფარგლებში გააგრძელეთ ინტერვიუ კონკრეტული სახელების და გვარების გარეშე,“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
“ეს არის არის ჩვენი უბედურება როცა „ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სინთეზი იმ კონდიციამდე მიდის. სახელების გარეშე გეუბნები, ბიძინა ივანიშვილს ვადანაშაულებ ამაში, მე ცხენებთან საერთოდ არ მაქვს საქმე, მე მაქვს საქმე ივანიშვილთან,“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
The post ფოფხაძე მოსამართლეობის კანდიდატს: ის ადამიანი, ვინც თქვენ ხმას გაძლევთ, მიშა სააკაშვილია, იმაზე უარესია appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...