- Advertisement -

ფოფხაძე: პატრიარქის მაგინებელ კაკაბაძეს”ევროპულმა საქართველომ” წარდგინება გაუკეთა და ”ოცნებამ”ხელი შეუწყო

15

“ძლიერი ქართული სახელმწიფო შეიძლება ქვეყნის გარეთაც არ სურდეს ვიღაცას, რუსეთს ვგულისხმობ და საქართველოს შიგნითაც. ეს შეიძლება იყოს სახელისუფლებო წრეებიც, არ მინდა პოლიტიკოსების განზოგადება, რომლებიც ეკლესიაში ხედავთ პოლიტიკური იდეოლოგიის პრობლემას” -განაცხადა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეკითხვაზე, ხედავს თუ არა ხელისუფლების როლს ამ განხეთქილებაში, პარლამენტარმა განაცხადა, რომ
სააკაშვილის ხელისუფლების დროს იყო შტურმი მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებშიც გაგრძელდა.
“პრობლემა ხელისუფლების მხრიდან, ჩემი აზრით არის ის, რომ ხელისუფლებას უნდა არა მოკავშირე მართლმადიდებლური ეკლესია, არამედ მორჩილი და მართვადი ეკლესია, რომელსაც გამოიყენებს თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის. ეკლესიას გაცილებით უფრო დიდი სულიერი და ისტორიული მისია აქვს, ვიდრე როლი, ემსახუროს რომელიმე ხელისუფლებას. არა აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს სააკაშვილი თუ ივანიშვილი. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ნინია კაკაბაძეს ნიშნავდნენ მაუწყებლის ბორდში, ხაზგასმით ვამბობდი, რომ ხელისუფლება, რომელიც ამას ხელს უწყობს, როდესაც პატრიარქის მაგინებელი ადამიანები ინიშნებიან და ეს არ ითვლება საზოგადოებაში დასაძრახად, ეს თავისთავად არის ხელისუფლების მინუსი. მაშინ ნინია კაკაბაძის წარდგინება გაუკეთა “ევროპულმა საქართველომ” და ხელი შეუწყო “ქართულმა ოცნებამ”. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელსაც მიაჩნია, რომ ეკლესია არ არის მისი მორჩილი პოლიტიკურ პროცესებში, ჰგონია, რომ უპრიანია, ეკლესია აქციოს თავის პოლიტიკურ ხელქვეითად, რაც თავისთავად არასწორია. ეს არის ეკლესიის როლის და მისიის არასწორი აღქმა და არის ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია. ამ პოზიციას დაიკავებს “ქართული ოცნება” თუ ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც არის ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, ის იქნება თავისი შინაარსით ანტისახელმწიფოებრივი”-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
The post ფოფხაძე: პატრიარქის მაგინებელ კაკაბაძეს”ევროპულმა საქართველომ” წარდგინება გაუკეთა და ”ოცნებამ”ხელი შეუწყო appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...