- Advertisement -

ფოფხაძე უმრავლესობაზე: ფარისევლობა იყო მათი მხრიდან ნიანგის ცრემლების ღვრა და პატრიარქის ვითომ დაცვა

24

როგორც გედევან ფოფხაძემ განაცხადა, დიდი ფარისევლობაა „ქართული ოცნების“ მხრიდან ლაპარაკი ეკლესიის დაცვაზე.
„ამ პოლიტიკურმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეკლესია ყოფილიყო დარტყმის ქვეშ, პატრიარქის ავტორიტეტი შელახულიყო. ფარისევლობა იყო მათი მხრიდან ნიანგის ცრემლების ღვრა და პატრიარქის ვითომ დაცვა, თუმცა თუ ისინი გულწრფელები არიან, მეეჭვება მაგრამ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ. ტაქტიკა, რაც მათ აირჩიეს, იმის ჩვენება, რომ ჩვენ აგრესიულად გავლანძღავთ „ნაციონალებს“ და „ნაციონალების“ ფონზე გამოვჩნდებით კარგები, მაშინ, როცა ქვეყანაში არის საშინელი კრიზისული მდგომარეობა, ამ ფონზე ამ დღის წესრიგით ცხოვრება არის სამშობლოს ღალატი“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
პარლამენტის სხდომაზე დღეს დეპუტატებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა.
The post ფოფხაძე უმრავლესობაზე: ფარისევლობა იყო მათი მხრიდან ნიანგის ცრემლების ღვრა და პატრიარქის ვითომ დაცვა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...