- Advertisement -

“ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმართა სამარტოო საკანში მოთავსების შემთხვევები კვლავ დაფიქსირდა”

503

ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, 2016 წელს პენიტენციურ სისტემაში სამარტოო საკნებში მოთავსების შემთხვევები 23%-ით შემცირდა. 

"თუმცა სახალხო დამცველი ამავდროულად შეშფოთებულია იმ გარემოებით, რომ საანგარიშო პერიოდში, ზოგიერთ დაწესებულებაში კვლავ დაფიქსირდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმართა სამარტოო საკანში მოთავსების შემთხვევები",-აღნიშნულია ანგარიშში. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს N2 დაწესებულებაში 40,4%-ით გაიზარდა სამარტოო საკნებში პატიმართა მოთავსების შემთხვევები.

ანგარიშის თანახმად, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, პატიმართა მიმართ დისციპლინური სახდელების გამოყენების შემთხვევათა რაოდენობა 16%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ დაწესებულებაში დისციპლინური სახდელები ნაკლებად გამოიყენებოდა, დისციპლინური სახდელების გამოყენების მაჩვენებელი საგანგაშოდ გაიზარდა N3 დაწესებულებაში (2015 წელს 1 პატიმარზე 2 დისციპლინური სახდელი მოდიოდა, ხოლო 2016 წელს – 9), N6 დაწესებულებაში (2015 წელს დისციპლინური სახდელი ყოველ მეორე პატიმარზე მოდიოდა, ხოლო 2016 წელს – 1 პატიმარზე 2 დისციპლინური სახდელი) და N2 დაწესებულებაში (გაიზარდა 2,5-ჯერ). 

Comments
Loading...