- Advertisement -

ფხალაძე კობახიძის განცხადებაზე: ანა-ბანაა, რომ დიპლომატებს პარტიული დავალებები არ ეძლევათ

487

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებით ელჩებისადმი გაკეთებულ მიმართვას ეხმაურება და აცხადებს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში საგარეო პოლიტიკის წარმოების ანა-ბანაა, რომ დიპლომატიურ კორპუსს პარტიული დავალებები არ ეძლევა.

"უაღრესად სამწუხაროა და ძალიან ცუდია, თუკი პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიურ კორპუსს ესაუბრება როგორც პარტიულ აქტივს და აძლევს მათ პარტიულ დავალებებს.

ეს ის სამართლიანი პრეტენზიაა, რომელსაც ქართული საზოგადოება უყენებდა წინა ხელისუფლებას და რისი პრაქტიკაც 2012 წელს დასრულდა. მსგავსი ტიპის დავალებების მიცემა დიპლომატიური კორპუსისათვის სრულიად მიუღებელი და სრულიად დაუშვებელია", – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

Comments
Loading...