- Advertisement -

ფხალაძე: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის კიდევ ერთი ფაქტის მომსწრე გავხდით

390

 

ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მავთულხლართების გავლებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მრჩეველი, თენგიზ ფხალაძე განმარტებას აკეთებს.

„უაღრესად აღმაშფოთებელია ის ნაბიჯები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დგამს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეშად ხელყოფის კიდევ ერთი ფაქტის მომსწრე გავხდით. მით უმეტეს აღმაშფოთებელია და განსაკუთრებით ცინიზმით არის აღსავსე ეს ნაბიჯი, როდესაც ყველაფერი ხორციელდება იმ ე.წ. ვიზიტის ფონზე , როდესაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი იმყოფებოდა ოკუპირებულ აფხაზეთში და ჩვენ ვხედავთ როგორი სტაბილურობა, ბრჭყალებში მოაქვს მის ასეთ ვოიაჟებს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ , რომ საქართველო არასოდეს არ შეეგუება არცერთი მეტრი თავის საკუთარი ტერიტორიის ხელყოფას და გამოყენებული იქნება ყველა საერთაშორისო მექანიზმები იმისათვის, რომ არამხოლოდ ცალკეული ინცინდენტები, არამედ ის პოლიტიკა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აწარმოებს საქართველოსთან მიმართებაში, ეს დასრულდეს და საბოლოოდ დასრულდეს ის პოლიტიკა, რომელიც პრობლემებს უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს", – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ. 

Comments
Loading...