ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსის თემურ ფხალაძის განცხადებით, ტემპერატურის მატების შემდეგ მათთან თბილისის სხვადასხვა უბნიდან ქვეწარმავლებთან დაკავშირებით დაახლოებით 450-მდე შეტყობინება შევიდა. აღნიშნულზე თემურ ფხალაძემ "აიპრესთან" ისაუბრა.
პრევენციული ღონისძიებების გატარება კრწანისში, ტურისტული ზონით დაიწყო, თემურ ფხალაძე "აიპრესთან" ამბობს, რომ მსგავს ზომებს ქალაქის სხვა უბნებშიც მიიღებენ, თუმცა ამ ეტაპზე ვერ აზსუტებს, რომელი ტერიტორია შეიწამლება ნარიყალისა და ლეღვთახევის შემდეგ.
"განსაკუთრებული უბნები არ არის, ქვეწარმავლები ყველგან არის, ეს არ არის არაოდრინალური ვითარება, ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა ზაფხულის დადგომასთან ერთად ქვეწარმავლების გამოჩენა. შედარება რომ გავაკეთოთ, შარშან და შარშანწინ უფრო მეტი შეტყობინება შემოდიოდა, ვიდრე წელს.
პრევენციას რაც შეეხება ეტაპობრივად მივყვებით და რომელი რაიონიც ჩათვლის საჭიროდ, კონკრეტული ტერიტორიის შეწამვლას, დავეხმარებით. მოსახლეობის მომართვიანობა თითქმის ყველა უბნიდან არის, მთელ თბილისს ერთდროულად ვერ შევწამლავთ, ეტაპობრივად მივყვებით.
დაახლოებით 450 შეტყობინებაა ამ ეტაპზე შემოსული, მას შემდეგ რაც ტემპერატურის მატება დაიწყო, თვენახევარია",-განაცხადა თემურ ფხალაძემ.