- Advertisement -

ქადაგიძე ბოკერიას: ძალიან კარგად შეგიძლიათ, რომ ადამიანს გზა-კვალი აურიოთ, ამის ნიჭი უდაოდ გაქვთ

9

გიგა ბოკერიას განცხადებით, მოსამართლეობის კანდიდატმა, რომელიც 2014 წელს საქმეს განიხილავდა, უწყებათაშორისი კომისიის სხდომის აუდიოჩანაწერის გაცემაზე უარი განაცხადა და ამით მოსარჩელის პრეტენზია არ დააკმაყოფილა.
„აქ, პარლამენტში, ამ სხდომაზე, რა აუდიოჩანაწერიც კეთდება ეს არის საჯარო ინფორმაცია თუ არა? უწყებათაშორისი კომისიის სხდომა იყო საჯარო საკითხებზე და იქ არ იყო გასაიდუმლოებული არაფერი. იყო უბრალოდ ხუშტური იმ უწყების მინისტრის, რომელიც ცნობილია ასეთი დამოუკიდებულებით, რომ არ მიეცა და თქვენ როგორც მოსამართლემ ამ ხუშტურზე კვერი დაუკარით. ვერც მეუბნებით ამით რა სიკეთე დაიცავით, რომელმაც გადაწონა საჯარო ინტერესი, რომ ეს ინფორმაცია მიეღო ხალხს,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა, რომ მაშინდელ გადაწყვეტილებას აუდიჩანაწერის გაცემასთან დაკავშირებით, საფუძვლად ედო იუსტიციის მინისტრის ბრძანებულება. მისივე ინფორმაციით, ჩანაწერის გაკეთებას შესაბამისი კრიტერიუმები აქვს და ეს მოცემულ შემთხვევაში, იყო დარღვეული.
შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს უსმენენ.
The post ქადაგიძე ბოკერიას: ძალიან კარგად შეგიძლიათ, რომ ადამიანს გზა-კვალი აურიოთ, ამის ნიჭი უდაოდ გაქვთ appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...