- Advertisement -

“ქალაქი ბიბლიოთეკა”- თბილისის 300 წერტილში უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები გაიხსნება

686

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში ელექტრონული წიგნების სახლი "საბა", თბილისის მერია და პრეზიდენტის ფონდი საზოგადოებას წარუდგენენ ერთობლივ პროექტს "ქალაქი ბიბლიოთეკა". 

"ქალაქი ბიბლიოთეკა" სოციალურ- საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს თბილისის მასშტაბით 300 სხვადსხვა ადგილას განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკებიდან უფასოდ ჩამოტვირთოს "საბას" ელექტრონული და ხმოვანი წიგნები თავის სმარტფონში და საჩუქრად მიიღოს მარავალფეროვანი პირადი ბიბლიოთეკა.

პროექტის განხორციელება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. დღეისთვის თბილისში მწერლების სახელობის 50 ქუჩაზე სახლ-მუზეუმებთან, პარკებში, სკვერბში უკვე განთავსებულია უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები. მალე ელექტრონული წიგნები თბილისის მეტროპოლიტენშიც გახდება ხელმისაწვდომი.

სტენდებიდან ელექტრონული წიგნების უფასოდ ჩამოტვირთვა შესაძებელია მათზე დაბეჭდილი QR კოდის საშუალებით. ამისთვის საჭიროა სმარტფონში ჩამოწეროთ უფასო აპლიკაცია saba Reader და მასში არსებული QR ღილაკზე დაჭერით დაასკანეროთ ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე დატანილი QR კოდი. წიგნი ერთ წამში თქვენს პირად ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე განთავსდება და მის წაკითხვას ინტერნეტის გარეშე შეძლებთ.

ელექტრონული წიგნების სახლი "საბა" 2012 წელს "თიბისი ბანკის" ინიციატივით და დაფინანსებით შეიქმნა. 4000-მდე ელექტრონულ და ხმოვან წიგნს მოიცავს -თანამედროვე თუ კლასიკური ლიტარურის ნიმუშებს, უცხოურ და ქართულ ბესტსელერებს, საბავშვი წიგნებს და მათი შეძენა შესაძლებელია saba.com.ge-ზე.

Comments
Loading...