- Advertisement -

ქალაქი ფოთი 21-30 ივლისს თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს

577

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 21-30 ივლისს, ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება,- ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საქართველოს რეგიონალური, ასევე სხვადასხვა ქვეყნების თეატრები.

აღნიშნულთან დაკავშირებით ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ ფესტივალის ორგანიზატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნების თეატრებს შორის ურთიერთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას და დამეგობრებას. რეგიონული თეატრებს საერთაშორისო ფესტივალს პირველად 2015 წელს უმასპინძლა.
ღონისძიების ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი "დღეს".

Comments
Loading...