- Advertisement -

ქალაქ ოზურგეთში C ჰეპატიტის კვლევითი ლაბორატორია გაიხსნება

564

 

ქალაქ ოზურგეთში, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კვლევითი ლაბორატორია გაიხსნება, რომელიც არამარტო ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებ c ჰეპატიტის ვირუსის მქონე პაციენტებს მოემსახურება, არამედ გურიის რეგიონის მასშტაბით იფუნქციონირებს. ლაბორატორიაში შესაძლებელი იქნება, როგორც დიაგნოსტიკა, ასევე მკურნალობის კურსის ჩატარება,- ამის შესახებ ინფორმაცია ქალაქ ოზურგეთის მერის, ბეგლარ სიორიძის ოფიციალურ "ფეისბუქის" გვერდზეა განთავსებული. 

ამ დრომდე, ბენეფიციარებს კვლევების ჩატარება სხვადსხვა ქალაქებში უწევდათ. ლაბორატორია ქალაქ ოზურგეთში ბეგლარ სიორიძის ინიციატივითა და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის არჩილ თალაკვაძის მხარდაჭერით გაიხსნება. 

"მინდა ვთქვა, რომ მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა. მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში, საშუალება მიეცემათ, რომ C ჰეპატიტის ვირუსთან დაკავშირებული კვლევები ადგილზე ჩაიტარონ.

ამ საჭირო საქმის განხორციელებაში დახმარება ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ გაგვიწია, რომელიც მოგეხსენებათ, რომ თავად იყო C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის დანერგვის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი. 

მოხარული ვარ, რომ ბენეფიციარები ადგილზე შეძლებენ კვლევებისა და მკურნალობისათვის საჭირო სერვისებით სარგებლობას.“- განაცხადა ბეგლარ სიორიძემ. 

ქალაქ ოზურგეთის მერია, C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის კვლევის დაფინანსების პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, დღემდე, დახმარება ოთხასამდე პაციენტს გაეწია.

Comments
Loading...