- Advertisement -

ქალაქ ფოთში გამოჩენილი ქართველი ლოტბარის, ძუკუ ლოლუას ხსოვნას პატივი მიაგეს

524

8 აპრილს ქალაქ ფოთში გამოჩენილი ქართველი ლოტბარის, ფოლკლორის ამაგდარისა და პოპულარიზატორის, საზოგადო მოღვაწის მეგრული სიმღერის პატრიარქის, ძუკუ ლოლუას ხსოვნას პატივი მიაგეს,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო ფოლკლორის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

რუსთაველის რკალზე, ხელოვნების სკვერში, ძუკუ ლოლუას დაბადებიდან 140 წლისთავი ღონისძიებით აღინიშნა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ფოთის სალოტბარო სკოლის გუნდი, ფოლკლორული ანსამბლი ,,ფაზისი", ლოტბარ იროდი ტიკარაძის ხელმძღვანელობით.

Comments
Loading...