- Advertisement -

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა

581

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის დებულება დამტკიცდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახლად შექმნილი უწყებათაშორისი კომისია სხვა უფლებამოსილებებთან და ვალდებულებებთან ერთად, ე.წ. სტამბოლის კონვეციით გათვალისწინებული ადგილობრივი მაკოორდინირებელი ორგანოს ფუნქციას შეასრულებს. გარდა ამისა, ის შეიმუშავებს შესაბამის ადგილობრივ სამოქმედო გეგმებს, უზრუნველყოფს მათი შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგს. უწყებათაშორისი კომისიის კონცეფციის შემუშავებაში აქტიური მონაწილება მიიღეს გაეროს სააგენტოებმა.  

Comments
Loading...