- Advertisement -

ქანთარია ბოკერიაზე: თავის ბიოგრაფიას ჩახედოს, ვის მიერ არის გათავხედებული

1

როგორც ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საზოგადოება კარგად ხედავს, საიდან დაიწყო გიგა ბოკერიას გათავხედება და გასულ წლებში ვის მიერ იყო აღზევებული.
“ალბათ, გახსოვთ, გასულ წლებში, ვის მიერ იყო აღზევებული. რაც შეეხება აქციას, პროტესტის გამოთქმას ვერავის დავუშლი, ზოგს რა მოსწონს, ზოგს – რა. პროტესტის საფუძველი არსებობს, მაგრამ ეს უხეშ ჩარევად და პროტესტად არ უნდა გადაიქცეს, რომელიც კანონს გაცდება.
ნებისმიერი ნაწარმოები, რომელიც არ მოგწონს და ამაზე ბევრს ხმაურობ, სხვა დონეზე აგყავს, რეკლამას უკეთებ და საზოგადოებას უფრო აინტერესებს. ასეთ შემთხვევაში მაყურებლის მხრიდან იგნორი ხდება და ეს არის დიდი პროტესტი და არა ის, როცა ამაზე ხმაური მიდის. არ ვიტყოდი, ამ ადამიანებზე შავრაზმული, მათ ფერს ვერ დავარქმევდი. მათ სწამთ, რომ ასეთი ჩარევა საჭიროა. ასეთი ჩარევა ხელს უწყობს ფილმის მიმართ ინტერესს”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
შეგახსენებთ: გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ყველა ჯგუფი და მათ შორის, სასულიერო პირთა ნაწილი, რომელიც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ წინააღმდეგ კამპანიას აგორებს, არის ჩვეულებრივი პროპუტინისტური ფაშისტი და საქართველოს თავისუფლების მტერი და ეს ხალხი ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად გათავხედდა.
The post ქანთარია ბოკერიაზე: თავის ბიოგრაფიას ჩახედოს, ვის მიერ არის გათავხედებული appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...