- Advertisement -

ქანთარია: გადაუნაწილებელი მანდატები რომ პირველ ადგილზე გასულმა მიითვისოს, უსამართლობაა

461

"გადაუნაწილებელ მანდატები პირველ ადგილზე გასულმა მიითვისოს მთლიანად, ეს ტოვებს უსამართლობის განცდას. ამიტომ, მე ამას არა ამიტომ დღეს, მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვამბობ საჯაროდ",-ამის შესახებ ნუკრი ქანთარიამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშრებით რუსთავი 2-თან განაცხადა.

მისივე თქმით, უმჯობესი იქნება, თუ ეს საკითხი კონსტიტუციით განსაზღვრული არ იქნება. 

"ადამიანებმა სხვებს მისცეს ხმა და უცბად უნდა მოგროვდეს და ეს ხმები წავიდეს სულ ერთია ოცნება იქნება ეს თუ სხვა, პირველ ადგილზე გასულთან. თუმცა, მეორე მხრივ მესმის ისიც, რომ პირველ ადგილზე გასულს უნდა ჰქონდეს მაქსიმალური შანსი იმის, რომ დააკომპლექტოს მთვარობა და მეორე, მესამე ადგილი არ უნდა შეერთდეს და არ უნდა აჯობოს, ესეც უსამართლობა მგონია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს საერთოდ შეიძლება კონსტიტუციაში არ ჩაიწეროს, გადავდოთ ეს თემა და საარჩევნო კოდექსში და ორგანული კანონებით სწორად იყოს განსაზღვრული",-აცხადებს ნუკრი ქანთარია. 

Comments
Loading...