- Advertisement -

ქანთარია: ოთო აბესაძეს დანაშაული გაცნობიერებული აქვს, მისი სიცოცხლე ამას არ უნდა გადაყვეს

322

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ ოთარ აბესაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

"საჯარო ინფორმაციით ცნობილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა და ის მძიმე შეცდომაა, რომელიც დანაშაულში გადაიზარდა, რაც მას მოუვიდა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია თავიდან ბოლომდე გაცნობიერებული აქვს, აღიარებს მას და არ მგონია რომ მისი სიცოცხლე ამ დანაშაულს უნდა გადაჰყვეს. ადამიანურად შემიძლია მისი პოზიცია დავაფიქსირო", – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი – ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავეს.

ოთარ აბესაძე "ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი იყო. 

Comments
Loading...