- Advertisement -

ქანთარია: საზოგადოებრივი ტელევიზია ვერ იქნება ოფიციანტი, რომ რასაც შეუკვეთავენ ის შეასრულოს მექანიკურად

377

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას განცხადებით, საზოგადოებრივმა ტელევიზიამ უნდა გააკეთოს ის, რაც თვლის, რომ ამა თუ იმ ეტაპზე საზოგადოებას სჭირდება. ამის შესახებ ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის სესიაზე განაცხადა, სადაც "მაუწყებლობის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობენ.

"საზოგადოებრივი ტელევიზია ვერ იქნება ოფიციანტი, ოფიციანტის როლში, ვინც რასაც შეუკვეთავს ის შეასრულოს მექანიკურად. საზოგადოებრივმა ტელევიზიამ უნდა გააკეთოს ის, რასაც თვლის, რომ ამა თუ იმ ეტაპზე ეს საზოგადოებას სჭირდება. ვერცერთი მისი გადაცემა ვერ გაყვითლდება. ჩვენ ხშირად ვაჯიბრებთ მას კომერციულ კერძო არხებთან, სადაც შეიძლება იყოს პატარა ტელეჯიხური, რომელმაც შეიძლება მართლაც სწრაფად აწიოს თავისი რეიტინგი იმიტომ, რომ ის იყოს მხოლოდ და მხოლოდ რაღაც გარკვეულ სკანდალებზე მიპყრობილი. საზოგადოებრივ არხს კი მგონია, რომ გაცილებით დიდი მისი აკისრია",- განაცხადა ქანთარიამ.

ცნობისთვის, "საზოგადოებრივი მაუწყებელი" კომერციული რეკლამის განთავსების უფლებას ითხოვს.

Comments
Loading...