- Advertisement -

ქარდავა: ხელისუფლების შეცდომაა, რომ რუსეთთან დათმობით ჰგონიათ პრობლემები მოგვარდება

620

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა აფხაზეთში ე.წ. გადასასველი პუნქტების დახურვას ეხმიანება და აცხადებს, რომ მიუხედავად დათმობებისა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობაშ არსებული პრობლემების მოგვარება შეუძლებელია. აღნიშნულზე მან რუსთავი 2-თან ისაუბრა. 

"რაც უფრო მეტ დათმობაზე მიდიხარ რუსეთის ფედერაციასთან, ამ ოკუპანტ ქვეყანასთან რომელიც მტრულად არის საქართველოს მიმართ განწყობილი,  ის უფრო და უფრო აგრესიული ხდება, სწორედ ეს არის საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი შეცდომა, რომ მათ მიაჩნიათ, რომ რაღაცის დათმობით რუსეთთან ურთიერთობაში შეიძლება პრობლემების მოგვარება. 

რუსეთი ააქტიურებს თავის ქმედებებს კავკასიაში და კონკრეტულად საქართველოში და იმ დათმობების ფონზე რაც გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ გაზპრომთან დაკავშირებით, იგივე საუბრებია რკინიგზაზე და ა.შ. ",-განაცხდა ბაჩუკი ქარდავამ. 

Comments
Loading...