მაკდონალდსის მიმდებარე ტერიტორიაზე, "ქართველთა მარშის" აქტვისტის მხრიდან ინციდენტს ჰქონდა ადგილი.
იმ დროს, როცა "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ და მისმა მეუღლემ თამარ ჩერგოლეიშვილმა გამოიარეს, ერთ-ერთმა აქტივისტმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
აღმაშენებლის გამზირზე კიდევ ერთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, "ქართველთა მარშის" მონაწილეებმა, ანტიფაშიტური მარშის მონაწილეებს ბოთლები, კვერცხები და ცოცხი ესროლეს.