- Advertisement -

ქართველი ნათია თოდუა გერმანული “ვოისის” გამარჯვებული გახდა

424

აფხაზეთიდან დევნილმა კონკურსანტმა ნათია თოდუამ ფინალის ლაივშოუზე გერმანელი მოსაახლეობის მაღალი შეფასება დაიმსახურა, ხმათა 50,10% მიიღო და 2017 წლის გერმანული "ვოისის" გამარჯვებული გახდა.

ნათიამ The Voice of Germany-ს ფინალში 4 სიმღერა იმღერა.

გერმანული მედიის ინფორმაციით შესაძლოა ნათია თოდუამ ევროვიზიის კონკურსზე 2018 წელს გერმანია წარადგინოს.

შეგახსენებთ,ნათია თოდუამ ნახევარფინალში Queen -ის Somebody to love შეასრულა, მაღალი შეფასება მიიღო და ფინალში მოხვდა.

Comments
Loading...