- Advertisement -

#ქართულიჯარი26 – 30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა

684

30 აპრილს საქართველოს შეიარაღებული ძალები დაარსებიდან 26 წლის იუბილეს აღნიშნავს. შეიარაღებული ძალების დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებები ორ ლოკაციაზე – ქ. გორში დისლოცირებულ I ქვეით და ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადებში გაიმართება.

გორში სამხედრო ქვედანაყოფში დაგეგმილ ღონისძიებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრებიან. ვაზიანში კი, შეიარაღებული ძალების დღეს სამხედროებს, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის უმაღლესი თანამდებობის პირებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი მიულოცავს.

ვაზიანში გამართულ საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრებიან.

სპეციალურად ამ დღისთვის სპეციალური აპლიკაციაც შეიქმნა. საქართველოს შეიარაღებული ძალების 26 წლის იუბილეს შესაძლებელია სოციალურ ქსელში პროფილის ფოტოს შეცვლით შეუერთდეთ  #ქართულიჯარი26

Comments
Loading...