- Advertisement -

“ქართული ოცნება”: ჩვენ არაფერი გაგვივრცელებია, ინფორმაცია ყალბი გვერდიდან გავრცელდა!

327

სოციალურ ქსელ Facebook-ში "ქართული ოცნების" ერთ-ერთ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც "ოცნება" წინასწარ ულოცავს კახა კალაძეს პირველივე ტურში გამარჯვებას.

"აიპრესი" ინფორმაციის გადასამოწმებლად, "ქართული ოცნების" პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განგვიმარტეს, რომ სოციალურ ქსელში პარტიის ბევრი ყალბი გვერდია და ეს ინფორმაცია მათ არ გაუვრცელებიათ.

"წინასწარ გილოცავთ ქართველებო გამარჯვებას! პირველივე ტურში დედაქალაქის ღირსეული მერი: კახი კალაძე!" – წერია "ქართული ოცნების" ერთ-ერთ გვერდზე.

"ქართულ ოცნებაში" კი აღნიშნული საკითხი ასე განგვიმარტეს:

"ათასი "ფეიქია", იცით რა გვჭირს? უამრავი ყალბი გვერდია. ჩვენ არაფერი მსგავსი ინფორმაცია არ დაგვიდია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩვენს გვერდებზე არანიარი მსგავსი ინფორმაცია არ დადებულა", – გვითხრეს "ქართული ოცნების" პრესსამსახურში.

ცნობისთვის, ხვალ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია.

Comments
Loading...