”ქართული ოცნებიდან” თელავის მერობისა და გურჯაანის გამგებლობის სავარაუდო კანდიდატების ვინაობა ცნობილია
პარტიიდან "ქართული ოცნება" თელავის მერობისა და გურჯაანის გამგებლობის სავარაუდო კანდიდატების ვინაობა ცნობილია.
"ქართული ოცნებიდან" გურჯაანის გამგებლის პოსტზე კენჭი შესაძლოა "ლიბერთი ბანკის" გურჯაანის ფილიალის ამჟამინდელმა მმართველმა, არჩილ ხანდამაშვილმა იყაროს. ინფორმაციის გადასამოწმებლად "აიპრესი" ხანდამაშვილს დაუკავშირდა, რომელიც მცირე კომენტარით შემოიფარგლა.
"მხოლოდ ის შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს, სხვა სახის კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გავაკეთებ",- განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა "აიპრესთან" საუბრისას.
რაც შეეხება თელავის მერობის კანდიდატს, შესაძლოა სახელისუფლებო პარტიის კანდიდატი ქალაქის ამჟამინდელი მერი, პლატონ კალმახელიძე იყოს.
"იმ შემთხვევაში, თუ ,,ქართული ოცნება თელავის მერის პოსტზე ჩემს კანდიდატურას დააყენებს, მე სიამოვნებით დავთანხმდები", – განაცხადა "აიპრესთან" საუბრისას პლატონ კალმახელიძემ.
ცნობილია,რომ ადგილობრივი თვითმმართევლობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირას დაინიშნება. არჩევნების ჩატარების ზუსტ თარიღს დღეს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი დაასახელებს.