- Advertisement -

“ქართული ოცნების” აბაშის მერობის კანდიდატი ლევან მაკალათია იქნება

751

"აიპრესის" წყაროს ინფორმაციით "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აბაშის მერობის კანდიდატი ლევან მაკალათია იქნება.

მმართველმა გუნდმა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აბაშის მერობის კანდიდატი გელა ხოშტარია ლევან მაკალათიათი ჩაანაცვლა.

როგორც "ქართულ ოცნებაში" "აიპრესთან" აცხადებენ, "პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება აბაშაში მერობის კანდიდატის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა პარტიასა და კანდიდატს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად".

Comments
Loading...