- Advertisement -

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება

14

სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ინიციატივის პარლამენტში ჩავარდნის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებენ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, თავის დროზე, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო და მისი ძალისხმევით ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ 2024 წლიდან არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით გაიმართება.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2020 წლიდან, რასაც დეპუტატთა გარკვეულმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კენჭისყრის დროს.
„როგორც უნდა შეეცადონ ამ პროცესის წარმოჩენას და ინტერპრეტაციას ჩვენი ოპონენტები, ეს გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში, მიიღო ქვეყნის კონსტიტუციურმა ინსტიტუტმა – საქართველოს პარლამენტმა. ნამდვილად სამწუხაროა, რომ ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო, თუმცა პროპორციული არჩვენების 2020 წელს გადმოწევის ინიციატივის ვერ განხორციელება ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს, როგორც ოპონენტებს სურთ დღეს ამის წარმოჩენა. ეს ნიშნავს იმას, რომ 2024 წლამდე, საქართველოში რჩება იგივე საარჩევნო სისტემა, რომლითაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჩვენი მოქალაქეები და საზოგადოება ცვლიდა და ირჩევდა თავის ხელისუფლებებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი.
რაც შეეხებათ დეპუტატებს, რომლებმაც დატოვეს „ქართული ოცნება“, არჩილ თალაკვაძის თქმით, მათთან ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართა.
პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ყველა მნიშვნელოვან რეფორმას მათი მხარდაჭერა ექნება.
The post „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...