- Advertisement -

“ქართულმა ოცნებამ” კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა

576

"ქართულმა ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე ოფიციალურად დაასახელა.

თბილისის მერობის თანამდებობაზე კახი კალაძის კანდიდატურა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა. 

.ჩემთვის უდიდესი პატივია ვიყო წარდგენილი თბილისი მერის პოსტზე.

განსაკუთრებული ემოციები მაკავშირებს თბილისსთან, რომელიც წლების მანძილზე ჩემი გულშემატკივარი იყო, ჩემთან ერთად ზეიმობდა გამარჯვებას და მეფერებოდა გაჭირვების ჟამს, რომელმაც გულში ჩამიკრა და უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემს გამარჯვებებში!

ჩემს ცხოვებაში ხშირად იყო საპასუხისმგებლო და ეტაპობრივად მნიშვნელოვანი მომენტები, რომელთა სიმძაფრე და განცდა დღემდე მომყვება და დრო ვერ აუფერულებს ამ ემოციას”, – განაცხადა კახა კალაძემ. 

Comments
Loading...