- Advertisement -

ქაცარავა: გუნდში დაბრუნების პერსპექტივას ვერ ვხედავ

6

„ამ წუთას ვერანაირ კონკრეტიკას ვერ გეტყვით. კოლეგებთან შეხვედრას რაც შეეხება, სამი წლის განმავლობაში ერთად ვმუშაობდით და ბუნებრივია, მათთან შეხვედრები ახლაც გვაქვს და ეს ნორმალური პროცესია. გუნდში დაბრუნების პერსპექტივას კი ვერ ვხედავ“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
შეგახსენებთ: 14 ნოემბერს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.
ამის შემდეგ უმრავლესობის რიგების და საპარლამენტო თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს: თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, ირინა ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა,ზაზა ხუციშვილმა, მარიამ ჯაშმა და გიორგი ბეგაძემ.
The post ქაცარავა: გუნდში დაბრუნების პერსპექტივას ვერ ვხედავ appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...