- Advertisement -

ქეთევან ციხელაშვილი ახალგორში დაშავებულზე: ჩვენი ინფორმაციით, ქალბატონს აქვს მოტეხილობები და მრავლობითი დაჟეჟილობები

13

„დღეს კიდევ ერთხელ გააქტიურდა ცხელი ხაზი. ქართული მხარის მოთხოვნა, პირველ რიგში, ის იყო, რომ მისი მდგომარეობა მოგვეკითხა და დეტალურად გვცოდნოდა, თუ რა მდგომარეობაშია ის ცხინვალის საავადმყოფოში. ასევე, რა თქმა უნდა, ოჯახის მოთხოვნის შესაბამისად, კიდევ ერთხელ დაგვეყენებინა თამარ გიგაურის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის სკაითხი, რადგან ეს წმინდა ჰუმანიტარული საკითხია.
მათი ინფორმაციით, ქალბატონი ნორმალურადაა, თუმცა, რა თქმა უნდა, შეშფოთების საფუძველი, ისევე როგორც ოჯახს, გვრჩება, რადგან ადამიანს, ჩვენი ინფორმაციით, აქვს მოტეხილობები და მრავლობითი დაჟეჟილობები. რაც მთავარია, აქ საუბარი ოჯახის სურვილზეა. როცა ოჯახს და პაციენტს სურს, რომ მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელბისათვის გადაადგილდეს და ამის საშუალება არ ეძლევა, რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად მიუღებელია.
ამ საქმეში ჩართულნი არიან ჩვენი პარტნიორები – ჟენევის თანათავმჯდომარეები, ისევე როგორც წითელი ჯვარი. მცდელობა არც ერთი წუთით არ შეგვიჩერებია. ოჯახის მოთხოვნის შესაბამისად, მოქმედებებს გავაგრძელებთ“ – განაცხადა მინისტრმა.
The post ქეთევან ციხელაშვილი ახალგორში დაშავებულზე: ჩვენი ინფორმაციით, ქალბატონს აქვს მოტეხილობები და მრავლობითი დაჟეჟილობები appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...