შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა 2008 წლის ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგო.
"ჩვენი ქვეყანა მომავალში კიდევ უფრო მეტს გააკეთებს იმისათვის, რომ შეარიგოს მავთულხლართებით დაშორიშორებული საზოგადოება. დღევანდელმა დღემ, საერთო ტკივილმა და ტრაგედიამ, რომელიც ჩვენ საუბედუროდ გამოვიარეთ და რომელსაც ვეღარ შევცვლით, უნდა შეგვახსენოს, რომ მომავალში აღარ დავუშვათ ომი, დაპირისპირება. აუცილებლად უნდა აღმოვფხვრათ დაპირისპირება, დიალოგისა და შერიგების გზით ჩვენ საზოგადოებებთან მავთულხლართებს მიღმა", – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.