- Advertisement -

ქემოკლიძე: გალში, შეხვედრაზე ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების საკითხს შევეხეთ

365

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში გამართულ გალის შეხვედრაზე მთავარ საკითხად კვლავ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული კანჯი ოღლის დაკავებას, ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და საქართველოს მოქალაქეების საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებები იყო.

ამის შესახებ ქემოკლიძემ ჟურნალისტებს ენგურის ხიდზე შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბოლო დროს განვითარებულ ე.წ. ბორდერიზაციის საკითხს, რომელიც ხურჩა-ნაბაკევის ტერიტორიაზე 9-11 აგვისტოს დაფიქსირდა, ასევე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული პირის კანჯი ოღლის დაკავებას. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული პირების გათავისუფლებასა და დე ფაქტო აფხაზეთის სკოლებში ქართული ენის აკრძალვას, მათ ჩვენ ჩვენი პოზიციები გავაცანით და აღნიშნულ საკითხებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფორმატშიც განვიხილავთ “ -განაცხადა ქემოკლიძემ.

მისივე თქმით, ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ზოლის ჩაკეტვა არის და ნებისმიერი სხვა რეგულაციები ხელისუფლებისთვის მიუღებელია და აღნიშნული საკითხი ჟენევის საერთაშორისო ფორმატში განიხილება.

Comments
Loading...