- Advertisement -

ქვემო ქართლში გუბერნატორად “ევექსის” ყოფილი დირექტორი გრიგოლ ნემსაძე დაინიშნა

714

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის თანამდებობაზე გრიგოლ ნემსაძე დაინიშნა,-ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროფესიით ეკონომისტ გრიგოლ ნემსაძეს კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. იგი წლების მანძილზე მუშაობდა საბანკო სექტორში წამყვან თანამდებობებზე. გრიგოლ ნემსაძე დღემდე იკავებდა სააქციო საზოგადოება „ევექსის“ (ამჟამად სს „GHG“) საოპერაციო დირექტორის პოსტს.

შესაბამის ბრძანებას საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.

Comments
Loading...